თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის
პროგნოზით, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯამური
რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის
ფარგლებში. როგორც ის ვარაუდობს, ქვეყანაში ეპიდემიის პიკი ორი-სამი
კვირის შემდეგ იქნება, კიდევ ორი-სამი კვირის მანძილზე შენარჩუნდება
და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ ისე, რომ
საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა.