შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათშორისი
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის
ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ლენტეხის
მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის
განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.