გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს
24 / ივნისი 2019
გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა
24 / ივნისი 2019
აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა
10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ა.ო "მწვანე ბორჯომის" პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა ბორჯომში
24 / ივნისი 2019
ა.ო "მწვანე ბორჯომის" პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა ბორჯომში
ა.ო „მწვანე ბორჯომის“ პროექტი,სახელწოდებით „ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზემოქმედების შემცირება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით“ დასრულდა.პროექტის შედეგები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს.პროექტი „მწვანე ბორჯომმა“ ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში განახორციელა.პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქვაბისხევში 10 ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ,ასევე მცირე ტურისტულ ბიზნესში ჩართულ 4 ოჯახს,კერძოდ საოჯახო სასტუმროებს,საკალმახესა და ღვინის მარანს ქსელში ჩართული მზის ჰელიო-სისტემები დაუმონტაჟდათ.პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო,ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ქვაბისხევის საჯარო სკოლასთან,სკოლის ბაზაზე შეიქმნა ეკო-კლუბი და სკოლას ტექნიკა გადაეცა.პროექტის ფარგლებში ქვაბისხევში ყველაზე აქტიურ ტურისტულ ლოკაციაზე სავაჭრო სივრცე მოეწყო,სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია.
"ნულოვანი ბარიერი ნიშნავს ყველანი პარლამენტში" - ლევან ბოძაშვილი
24 / ივნისი 2019
"ნულოვანი ბარიერი ნიშნავს ყველანი პარლამენტში" - ლევან ბოძაშვილი
„ნულოვანი ბარიერი ნიშნავს - ყველანი პარლამენტში. საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოხდეს, რათა მომავალ პარლამენტში სრული „ბარდაგი“ გამოირიცხოს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა განაცხადა. ამით ბოძაშვილი გამოეხმაურა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ბოძაშვილის შეფასებით, 0%-იანი ბარიერის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება, ფინანსური რესურსის გათვალისწინებით.
აქციის მონაწილეები დღეს, შს სამინისტროსთან პროტესტს გამოხატავენ
24 / ივნისი 2019
აქციის მონაწილეები დღეს, შს სამინისტროსთან პროტესტს გამოხატავენ
დღეს, 14:00 საათზე, აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით გაემართებიან და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. 19:00 საათზე კი, პარლამენტთან აქცია განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა გუშინ საპროტესტო აქციაზე მიიღეს.
აქციის დაშლისას დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება
24 / ივნისი 2019
აქციის დაშლისას დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება
20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება. ჯანდაცვის სამინისტროს  ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე მათგანი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენ 17 ადამიანს კი ჯანმრთელობის მსუბუქი ან საშუალო დაზიანება აღენიშნება.
"2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება" - ბიძინა ივანიშვილი
24 / ივნისი 2019
"2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება" - ბიძინა ივანიშვილი
ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

შსს - რუსთაველის გამზირზე აქციის 305 მონაწილეა დაკავებული
21 / ივნისი 2019
შსს - რუსთაველის გამზირზე აქციის 305 მონაწილეა დაკავებული
რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს
21 / ივნისი 2019
პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს
პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.