დღეს, გამართულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
დეპუტატებმა 9 საკითხი განიხილეს.რიგით პირველი საკითხი ბორჯომის
ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ეხებოდა,კერძოდ,ცვლილება განხორციელდა
2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში,ბიუჯეტი გადმომავალი ნაშთის
საფუძველზე, 41 550 ლარით გაიზარდა, გზების რეაბილიტაციის ხარჯები კი
100 000 ლარით შემცირდა.გაზრდილი თანხა,რომელმაც ჯამში 141 550 ლარი
შეადგინა, რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება.მათგან ერთ-ერთია
ახალი ა(ა)იპისათვის სახელწოდებით „ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების
მართვის ორგანიზაცია“ 15 000 ლარის გამოყოფა.