საქართველოს მასშტაბით 2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი 103 სკოლას
ჰყავს. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის
მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯამში შტატიანი და შტატგარეშე 107
ფსიქოლოგია დასაქმებული, მათგან 34 შტატშია, 73 კი შტატგარეშედ
მუშაობს.