რამ გამოიწვია წყლის მიწოდების პრობლემები მთის კურორტებზე
07 / იანვარი 2020
რამ გამოიწვია წყლის მიწოდების პრობლემები მთის კურორტებზე
კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა, ასეთი პრობლემები წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რითაც ზამთრის კურორტებზე არსებულ პრობლემას გამოეხმაურა.
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს თანამშრომელი დააკავეს
07 / იანვარი 2020
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს თანამშრომელი დააკავეს
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემი განიხილა
06 / იანვარი 2020
პრემიერ-მინისტრმა წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა.
"წყალთან დაკავშირებული პრობლემები სასტუმროების მხოლოდ 10-15%-ს შეექმნა" - ბესიკ ამირანაშვილი
06 / იანვარი 2020
"წყალთან დაკავშირებული პრობლემები სასტუმროების მხოლოდ 10-15%-ს შეექმნა" - ბესიკ ამირანაშვილი
ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რომ დაბა ბაკურიანის დამსვენებლებს შეექმნათ სათანადო პირობები და კომფორტი. „რაც შეეხება ბოლო დღეებში წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც სასტუმროების დაახლოებით 10-15 % -ს შეექმნა. ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი მიეწოდება, მაგრამ რამდენიმე სასტუმროს, რომლებიც განთავსებულია ჩვენი ცენტრალური ავზიდან მაღლა, შეექმნა პრობლემა. კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში ეს პრობლემა გადაიჭრას” - განაცხადა ამირანაშვილმა.
რას აპროტესტებენ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" თანამშრომლები?
06 / იანვარი 2020
რას აპროტესტებენ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" თანამშრომლები?
დღეს, 6 იანვარს, სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეები მძიმე სამუშაო პირობებს  აპროტესტებენ.
პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა
06 / იანვარი 2020
პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა
ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხზე გამართულ ბრიფინგზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს
06 / იანვარი 2020
წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს
რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს. როგორც რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, სამედიცინო ბრიგადის მისვლისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ 2 კვირაში გახდება ცნობილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
6 თვეში სკოლებში 17 ათასზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა
06 / იანვარი 2020
6 თვეში სკოლებში 17 ათასზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა
2019 წლის აპრილი-ივნისისა და სექტემბერ-ნოემბრის (12 ნოემბერის ჩათვლით) პერიოდში, საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა17 739 დარღვევა/სავარაუდო დარღვევა გამოავლინა. ხოლო აპრილი-ივნისსა და სექტემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 5346 უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება განხორციელდა. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად მანდატურებმა სკოლებში ამოიღეს 19 ბლაგვი საგანი, 637 თამბაქოს ნაწარმი/სანთებელა/ასანთი; 42 ბანქო ან სხვა აზარტული სათამაშო საშუალება, 18 საახალწლო ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება; 1 ელექტროშოკი; 1 პნევმატური იარაღი; 29 ბასრი საგანი და 17 სხვა აკრძალული ნივთი.

ამის შესახებ  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან საჯარო წესით გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მანდატურის სამსახურის თქმით, 2019 წლის აპრილი-ივნისისა და სექტემბერ-ნოემბრის (12 ნოემბერის ჩათვლით) პერიოდში, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ყველაზე ხშირად ჩატარდა თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში, რადგან, როგორც სამსახურში აცხადებენ, მანდატურის სამსახური აღნიშნულ რეგიონებში რაოდენობრივად ყველაზე მეტ საჯარო სკოლას ემსახურება.

რაც შეეხება უშუალოდ დისციპლინური დარღვევის ტიპებს, როგორც გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი, 2019 წლის აპრილი-ივნისისა და 2019 წლის სექტემბერი - 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სკოლებში:

  • აზარტული თამაშების 102 შემთხვევა დაფიქსირდა.
  • მანდატურის სამსახურმა 1228 აკრძალული ნივთი ამოიღო.
  • მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოსწავლეების მიერ გაკვეთილის გაცდენის 8687 ფაქტი გამოავლინეს
  • ასევე, გამოვლინდა 985 არაეთიკური ქმედება.
  • დაფიქსირდა 68 ასაფეთქებლის გამოყენების ფაქტი.
  • მოსწავლის მიერ გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობის 4541 ფაქტი გამოვლინდა.
  • მანდატურებმა აღმოაჩინეს თამბაქოს მოხმარების 552 შემთხვევა.
  • სხეულის დაზიანების კი 37 შემთხვევა იყო.
როგორც მანდატურის სამსახურში ამბობენ, სტატისტიკური მონაცემების მომატება წინა წელთან შედარებით განპირობებულია იმით, რომ 2019 წლის განმავლობაში მანდატურები დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევიდნენ, რამაც ბუნებრივად გამოიწვია დარღვევების ფაქტების გამოვლენა.

რაც შეეხება პოლიციისთვის შეტყობინებას, 2019 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შეტყობინება პოლიციაზე განხორციელდა 369 შემთხვევაში, ხოლო 2019 წლის სექტემბერი-ნოემბერი (12 ნოემბრის ჩათლით) პერიოდში 284 შემთხვევაში.

ამასთან, როგორც მანდატურის სამსახურში განმარტავენ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, რა დროსაც მანდატური/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუკავშირდეს „112“-ს.

გარდა ამისა, მანდატურის სამსახურში აზუსტებენ, რომ სტატისტიკური მონაცემები შეეხება იმ საჯარო სკოლებს, სადაც სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი და მოიცავს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 80%-ს.
ბაკურიანში მოსახლეობის ნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება
06 / იანვარი 2020
ბაკურიანში მოსახლეობის ნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გალდავას ინფორმაციით, ბაკურიანში  წნევის ვარდნის გამო წყალი 80%-ს მიეწოდება.რაც შეეხება  მოსახლეობის 20%-ს,მათი მომარაგება წყლის ავზებითა და სახანძრო მანქანებით ხდება.
რძის ნაწარმი,ხორცი და პური გაძვირდა -  საქსტატი
04 / იანვარი 2020
რძის ნაწარმი,ხორცი და პური გაძვირდა - საქსტატი
2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.