ბორჯომში ყველა კაფე-რესტორანი დაკეტილია. მომსახურე პერსონალი კი
სახლში უხელფასოდაა დარჩენილი. დამსაქმებლებს ზოგიერთ მათგანთან
ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა, ზოგი კი ანაზღაურებას ხელზე იღებდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით,
საავადმყოფოში დღეიდან ჟურნალისტების, როგორც ერთ-ერთი მიზნობრივი
ჯგუფის, ტესტირებაც დაიწყება.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური
მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და
სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და
მათზე რეაგირებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, პოლიციამ 28
აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის
საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 მოქალაქე
დააჯარიმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით
გაიზარდა და 517 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.