სასტუმროების გახსნის სავარაუდო თარიღი ცნობილია. მთავრობის მიერ
დაანონსებული, შეზღუდვების შერბილების ფარგლებში, ეს მეექვსე ეტაპზე,
ანუ 6 ივლისიდან მოხდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის
დასრულების ვადები ჯერ კიდევ უცნობია, სასტუმროებს მუშაობა გარკვეული
გამკაცრებული წესების დაცვით მოუწევთ.