ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ
დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს. დე
ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მან
„საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რადგან სურდა სოფლის მონასტერში
მისულიყო“.