18 მარტიდან სამარშუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება
17 / მარტი 2020
18 მარტიდან სამარშუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა
გზებზე მოძრაობა აღდგა
17 / მარტი 2020
გზებზე მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვერონა-შუამთას მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
"ხელისუფლება მოსწრებაზეა, რომ ნინო ქადაგიძე დაამტკიცოს" - გედევან ფოფხაძე
17 / მარტი 2020
"ხელისუფლება მოსწრებაზეა, რომ ნინო ქადაგიძე დაამტკიცოს" - გედევან ფოფხაძე
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც ნინო ქადაგიძეს უსმენენ, ფრაქციის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ დატოვა.
პოლიციამ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
17 / მარტი 2020
პოლიციამ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული შ.ო., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
აკრძალული მოძრაობა - რა ხდება გზებზე
17 / მარტი 2020
აკრძალული მოძრაობა - რა ხდება გზებზე
ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე, აკრძალულია
კორონავირუსით ესპანეთში 21 წლის მწვრთნელი გარდაიცვალა
16 / მარტი 2020
კორონავირუსით ესპანეთში 21 წლის მწვრთნელი გარდაიცვალა
კორონავირუსით ესპანეთში 21 წლის ფეხბურთელი და მწვრთნელი ფრანცისკო გარსია გარდაიცვალა.
საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყება
16 / მარტი 2020
საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო.კომპანიების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით გვერდში დაუდგებიან სახელმწიფოს და საკუთარ მოქალაქეებს.

„იმის გამო, რომ დღეს საქართველოში პირბადე და სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებები გარკვეულ პრობლემად რჩება, ჩვენ, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მზად ვართ, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ და პირბადეების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ შევთავაზოთ სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას“,- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია „აჭარა ტექსტილის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომინაძემ.

კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის მზაობა გამოხატა კომპანიამ „მოვი''-მა. ,, ჩვენ მაქსიმალურად ვდგავართ სახელმწიფოს გვერდით და ამისკენ მოვუწოდებთ სხვა მწარმოებლებსაც,“ - აღნიშნა ანა ანდრონიკაშვილმა.

გარდა ამისა , ფარმაცევტული კომპანია „სმარტ ფარმის“ განცხადებით, კომპანია მზად არის, მარლის არსებული ნაშთი უფასოდ გადასცეს სახელმწიფოს პირბადეების წარმოებისთვის.

შეგახსენებთ ,  პირბადეების წარმოების საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა რაც kovid-19-ი გავრცელდა,  საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში ამ პროდუქტზე ბოლო თვის განმავლობაში  გაზრდილია მოთხოვნა. 



სომხეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა
16 / მარტი 2020
სომხეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა
სომხეთში კორონავირუსით დაავადების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა Facebook-ზე გაავრცელა.
შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 ადამიანი გადაიყვანა
16 / მარტი 2020
შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 ადამიანი გადაიყვანა
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციით მიმართავს
16 / მარტი 2020
განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციით მიმართავს
"კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.