ხარაგაულში მდინარის ადიდების გამო დამცავი კედელი ჩამოიშალა
08 / თებერვალი 2020
ხარაგაულში მდინარის ადიდების გამო დამცავი კედელი ჩამოიშალა
უხვი ნალექის გამო, მდინარე ჩხერიმელა ადიდდა, რამაც ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარედ მდინარისაგან დამცავი კედელი ჩამოშალა.
საფრანგეთში ბრიტანეთის 5 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა
08 / თებერვალი 2020
საფრანგეთში ბრიტანეთის 5 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა
საფრანგეთში ბრიტანეთის 5 მოქალაქეს, რომლებსაც სინგაპურიდან ჩამოსულ პირთან ჰქონდათ კომუნიკაცია, კორონავირუსი დაუდგინდათ. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი აგნეს ბუზინი ავრცელებს.
პოლიციამ აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
08 / თებერვალი 2020
პოლიციამ აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ხობში მომხდარი ინციდენტის დროს ქალი გარდაიცვალა
08 / თებერვალი 2020
ხობში მომხდარი ინციდენტის დროს ქალი გარდაიცვალა
ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. დაშავებული ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა.
სოფელ აწყურში ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვნები დააკავეს
08 / თებერვალი 2020
სოფელ აწყურში ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვნები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული ლ.წ. და 2003 წელს დაბადებული ლ.ჯ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
მათი ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი პროდუქცია და თანხა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს.
დღეს საქართველო დავითობას აღნიშნავს
08 / თებერვალი 2020
დღეს საქართველო დავითობას აღნიშნავს
დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა.
30 ტერორისტი მოკლეს მალიში
08 / თებერვალი 2020
30 ტერორისტი მოკლეს მალიში
მალის 3 სხვადასხვა რეგიონში საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 30 ტერორისტი მოკლეს.
ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
08 / თებერვალი 2020
ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 2 პირი - 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს. ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტი ახალგორის ჩაკეტვას ეხმაურება
08 / თებერვალი 2020
საქართველოს პრეზიდენტი ახალგორის ჩაკეტვას ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
ქარმა ბოლნისში შენობა-ნაგებობები დააზიანა
07 / თებერვალი 2020
ქარმა ბოლნისში შენობა-ნაგებობები დააზიანა
ძლიერმა ქარმა ქალაქ ბოლნისსა რამდენიმე სოფელს ზიანი მიაყენა, დაბა კაზრეთში ქარმა N2 საჯარო სკოლის სახურავის ერთი ნაწილი გადახადა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.