საგადასახადო სამართალდარღვევის 335 ფაქტი საქართველოში
11 / თებერვალი 2020
საგადასახადო სამართალდარღვევის 335 ფაქტი საქართველოში
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 335 ფაქტი გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 876 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 74 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 13 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 248 ფაქტი.
საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნების ათეული
11 / თებერვალი 2020
საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნების ათეული
გამოცემა CEO World-მა 2020 წელს საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში  უგულავას დაკავებას გამოეხმაურა
11 / თებერვალი 2020
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში უგულავას დაკავებას გამოეხმაურა
შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯიმ რიში გიგი უგულავას დაპატიმრების საქმეს ეხმაურება.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1016-დე გაიზარდა
11 / თებერვალი 2020
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1016-დე გაიზარდა
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით ჩინეთში, კორონავირუსის შედეგად, კიდევ 108 ადამიანი დაიღუპა. მათგან 103 ეპიდაფეთქების ეპიცენტრში - ჰუბეის პროვინციაში.
ლანჩხუთში, ეგვიპტის მოქალაქე  მანქანით ეგვიპტის მოქალაქეს დაეჯახა
10 / თებერვალი 2020
ლანჩხუთში, ეგვიპტის მოქალაქე მანქანით ეგვიპტის მოქალაქეს დაეჯახა
ლანჩხუთში "ნისანის" მარკის მინივენი ახალგაზრდა მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქალაქის ცენტრში გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც გაირკვა, ორივე მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მამაკაცი კლინიკაში იქნა გადაყვანილი. მას სახეზე და ფეხზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა
10 / თებერვალი 2020
ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა
თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრეს.
გიგი უგულავას ციხეში რამდენიმე საათში გადაიყვანენ
10 / თებერვალი 2020
გიგი უგულავას ციხეში რამდენიმე საათში გადაიყვანენ

გიგი უგულავას ადვოკატს ბექა ბასილაიას, სასამართლოს განჩინება გადაეცა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ბასილაიამ განაცხადა, მასში "არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ აქვთ და ფარატინა ფურცლებით უშვებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ციხეში".

"კურორტ ცემის გაცოცხლება უნდა შევძლოთ" - პრეზიდენტი
10 / თებერვალი 2020
"კურორტ ცემის გაცოცხლება უნდა შევძლოთ" - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის, ექიმ „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის" პრეზენტაციას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ვახტანგ ღამბაშიძის მოღვაწეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი, როგორც პედაგოგიური ასევე, პრაქტიკოსი ექიმის საქმიანობა ძალიან დასაფასებელია.
დავით ბაქრაძე - " ხელისუფლებამ მოსპო მოლაპარაკებების სივრცე"
10 / თებერვალი 2020
დავით ბაქრაძე - " ხელისუფლებამ მოსპო მოლაპარაკებების სივრცე"
ხელისუფლებამ ქვეყანაში მოსპო შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების სივრცე. ამიტომ, ოპოზიციას შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ დღეიდან, გიგი უგულავას განაჩენის დადგომის მომენტიდან, წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება, ის დასრულებულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პროკურატურის განცხადება  ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე
10 / თებერვალი 2020
პროკურატურის განცხადება ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე
ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე მსჯავრდებული პირები უზენაესმა სასამართლომ 48 180 960 ლარის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.