ცხინვალის აფთიაქებში პირბადეებზე ფასები 20-ჯერ გაიზარდა
04 / მარტი 2020
ცხინვალის აფთიაქებში პირბადეებზე ფასები 20-ჯერ გაიზარდა
ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება რუსეთის მთავრობის მეთაურს მიხეილ მიშუსტინს თხოვნით მიმართავს „რეპსუბლიკას“ გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება და სამედიცინო პროდუქციით მოამარაგოს. ამის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა გეორგი ტოტჩიევმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს დღეიდან მოადგილეები შეასრულებენ
04 / მარტი 2020
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს დღეიდან მოადგილეები შეასრულებენ
ბორჯომის მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს. დავით ზაალიშვილმა დღეიდან მუშაობა აღნიშნული სტატუსით ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილება გადაიბარა ოთარ არბოლიშვილმაც.
თეთნულდზე ზვავმა 3 ტურისტი იმსხვერპლა
04 / მარტი 2020
თეთნულდზე ზვავმა 3 ტურისტი იმსხვერპლა
თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ტურისტი დაიღუპა. როგორც  „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ განაცხადეს, ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რის შედეგადაც ზვავი მოწყდა.
ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა
04 / მარტი 2020
ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან - თემურ მღებრიშვილთან და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ბორჯომში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.
"აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ" - პრეზიდენტი
04 / მარტი 2020
"აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ ანუ - კეთილდღეობისკენ.როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს საერთაშორისო არენაზე გამოუყენებელი პოტენციალი აქვს.

საზღვარგარეთიდან ახალციხეში შემოსული ექვსი პირი თვითიზოლაციაშია
04 / მარტი 2020
საზღვარგარეთიდან ახალციხეში შემოსული ექვსი პირი თვითიზოლაციაშია
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საზღვარგარეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში შემოსულ მოქალაქეებს მედიკოსები აკვირდებიან. პროცესს მეთვალყურეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალციხის ცენტრი უწევს. უწყებაში ამბობენ, რომ ტემპერატურის მომატება ან ვირუსის ნიშნები არც ერთ იზოლირებულს აღენიშნება.ამის შესახებ ინფორმაციას,ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.
აქტივისტებმა პრეზიდენტის მოხსენების წინ პარლამენტთან აქცია გამართეს
04 / მარტი 2020
აქტივისტებმა პრეზიდენტის მოხსენების წინ პარლამენტთან აქცია გამართეს

აქტივისტთა ჯგუფმა "გაბედე" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენების წინ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.

ქორწინების ოქროს ბეჭედი 33%-ით გაძვირდა
04 / მარტი 2020
ქორწინების ოქროს ბეჭედი 33%-ით გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე - ფასი 33.84%-ით გაიზარდა.
საკარანტინო სივრცეში მყოფ მოქალაქეებს  განაცდური დღეების საფასური აუნაზღაურდეთ
04 / მარტი 2020
საკარანტინო სივრცეში მყოფ მოქალაქეებს განაცდური დღეების საფასური აუნაზღაურდეთ
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.
ახალციხეში სახლი გაქურდეს
04 / მარტი 2020
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ქალაქ ახალციხეში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. შემთხვევა სამ მარტს, საღამოს მოხდა. მეპატრონე ამბობს, რომ ჯერ რ იცის, რა არის წაღებული მისი სახლიდან.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.