კორონავირუსის 12 შემთხვევა საქართველოში
07 / მარტი 2020
კორონავირუსის 12 შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გიხსნა
07 / მარტი 2020
ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ.
ჩეხეთში კარანტინის რეჟიმის დამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს
06 / მარტი 2020
ჩეხეთში კარანტინის რეჟიმის დამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებით, კარანტინის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პირს 120 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ამის შესახებ ინფორმაციას Czech Radio ავრცელებს.
ახალციხეში  თვითიზოლაციაში 14 პირი იმყოფება
06 / მარტი 2020
ახალციხეში თვითიზოლაციაში 14 პირი იმყოფება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 14 ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა. შალვა ბერძენიშვილი tv9news.ge-სთან განმარტავს, რომ ,,თვითიზოლაციაში ყოფნა მაინც, მოქალაქის კეთილ ნებასა და ოჯახის ექიმის აქტიურობაზეა დამოკიდებული".
"ორჯერ ფეხი მომცურებია" - დაზიანებული კიბე და მოუწესრიგებელი ტრამპლინი ბაკურიანში
06 / მარტი 2020
"ორჯერ ფეხი მომცურებია" - დაზიანებული კიბე და მოუწესრიგებელი ტრამპლინი ბაკურიანში
მოუწესრიგებელი ტრამპლინი და იქამდე მისასვლელი კიბე უკვე რამდენიმე ათეული წელია ბაკურიანში რეაბილიტაციას საჭიროებს.
"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ" - გიორგი გახარია
06 / მარტი 2020
"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ" - გიორგი გახარია
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მსოფლიოში კორონავირუსით 3 406 ადამიანი დაიღუპა
06 / მარტი 2020
მსოფლიოში კორონავირუსით 3 406 ადამიანი დაიღუპა
მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვირუსს საერთო ჯამში 3 406 ადამიანი ემსხვერპლა, 55 694 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში გარდაიცვალა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
06 / მარტი 2020
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 17:22 საათზე, ლაგოდეხის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანთან დაფიქსირდა.
მოძალადე პირებზე ელექტრონული ზედამხედველობა სამაჯურით განხორციელდება
06 / მარტი 2020
მოძალადე პირებზე ელექტრონული ზედამხედველობა სამაჯურით განხორციელდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადე პირებზე ელექტრონულ ზედამხედველობას განახორციელებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე სახელმწიფო იზრუნებს
06 / მარტი 2020
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე სახელმწიფო იზრუნებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო იზრუნებს.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.