განათლება
"ჩვენთან შეხვედრის შემდეგ, პედაგოგების უმრავლესობა იცრება" - მაია ქურციკიძე
ქვეყნის მასშტაბით განახლდება თუ არა სასწავლო წელი საჯარო სკოლებში, როგორ მიმდინარეობს მასწავლებლების ვაქცინაციის პროცესი. გაეროს ბავშვთა ფონდი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს მასშტაბით COVID 19-ის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და პედაგოგების შეკითხვებს პასუხობენ. ამ თემაზე "დღის ამბების" სტუმარია გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.
Print