შემთხვევა
მეორე დღეა ახალციხეში გველი მანქანიდან ვერ გამოყავთ
ახალციხეში მსუბუქ ავტომობილში გველი შეძვრა მძღოლი ამბობს, რომ მანქანაში ქვეწარმავალი გუშინ, 25 ივლისს შეამჩნია და მის გამოყვანას მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობს. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს

"დარწმუნებული ვარ, რომ გველი მანქანაშია, გუშინაც დავინახე და დღესაც, წინა მხარეს, ძრავშია. გადავრჩი რომ არ მიკბინა", – ამბობს მანქანის მეპატრონე.

ახალციხეში, მანქანაში ქვეწარმავლის შეძრომის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2019 წლის ივლისში ხაშურის ქუჩაზე გველი ერთ–ერთი ადგილობრივის მანქანაში ნახეს, მის გამოსაყვანად სამაშველო სამსახური გამოიძახეს




საკურორტო ზონა ბევრი პრობლემით
Print