საზოგადოება
დღეიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერები გაზრდილ პენსიას აიღებენ
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის, მიუხედავად დაპირება ძალაში რჩებადა და 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის 1 ივლისიდან პენსია 30 ლარით გაიზრდება და იქნება 250 ლარი,
"პენსია ყველასთვის არის 220 ლარი, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მაღალი კოეფიციენტით არის პენსია გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბიუჯეტში ყოველდღიურად განვიცდით დანაკლისს, ძალაში დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული ცვლილება, რომ 1-ლი ივლისიდან 30 ლარით იზრდება პენსიები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის და მათთვის პენსია 250 ლარი ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია." განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარემ.



პენსიონერებს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხებათ

"10 ლარი მხოლოდ ყველი ღირს,პენსია როგორ მეყოფა" - პენსიონერი ბორჯომიდან

Print