პროტესტი ქარხანაში
"აქციის გადატანა დაგეგმილი გვქონდა თბილისში, თუმცა დროებით ვწყვეტთ ამ პროცესს" - გიორგი დიასამიძე
პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ბორჯომის წყლის აქციების გადაცემასთან დაკავშირებით, პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აფასებენ მთავრობის მეთაურის განცხადებას, თუმცა აქციებს ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის წინ კვლავ გააგრძელებენ. დიასამიძის განცხადებით, იგეგმებოდა, გაფიცვის გაგრძელება თბილისში მთავრობის კანცელარიასთან, თუმცა ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებამ მათ ეს გეგმები დროებით შეაცვლევინა. ისინი მოლაპარაკებების პროცესში ერთვებიან.






შეგახსენებთ, დასაქმებულებმა გაფიცვა 31 მაისიდან დაიწყეს. ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ: "პროტესტი ქარხანაში"
Print