პოლიტიკა
ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას - კელი დეგნანი
ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში , - ამის შესახებ აშშ - ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობის და საზღვაო სექტორის მიმართულებით.
" ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოსაზიდად“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


კელი დეგნანი- დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

კელი დეგნანი-კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის არჩევანია

აშშ საქართველოს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს აჩუქებს

კელი დეგნანი - საქართველომ წლების განმავლობაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია

Print