ჯანდაცვა
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 84 შემთხვევაა დადასტურებული,
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული პირი რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია.
დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 84 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 50 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს


ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო კურსანტები კარანტინიდან გაიქცნენ

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-დე გაიზარდა

ცხინვალის აფთიაქებში პირბადეებზე ფასები 20-ჯერ გაიზარდა

Print