ახალი ამბები
გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი"- ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელ მდივნის, გედევან ფოფხაძეს" ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა,"-აცხადებენ პარტიაში.
ცნობისთვის, ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.


Print