განათლება
ბორჯომში საარჩევნო განვითარების სკოლა ამოქმედდა
25 ახალგაზრდა, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ სასწავლო კურსს მომდევნო 10 სამუშაო დღის ვადაში გაივლის. თეორიასთან ერთად გათვალისწინებულია პრაქტიკული ნაწილიც. სასწავლო კურსი 28 ივლისს დასრულდება, რა დროსაც მსმენელები სერთიფიკატებს მიიღებენ.

საარჩევნო განვითარების სკოლა ბორჯომში, გასულ წელს გაიხსნა. აღნიშნული სკოლა მთლიანობაში 23 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. სასწავლო კურსის გავლის საშუალება 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს აქვთ. პროექტი, ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
Print