ახალციხეში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალციხის რაიონის
მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი
და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და
ჩააბარა.
სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. "აბრეზი", 63
საბრძოლო ვაზნა, 10 ხელყუმბარა, 4 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა და
მსხვილკალიბრიანი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი.
აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.