ახალი ამბები
საგანგაშო მაჩვენებელი - 2050 წლისთვის ქართველები საქართველოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

გვესაუბრება თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, დემოგრაფი ანზორ სახვაძე:

- ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა დამშვიდების საშუა­ლებას­ არ გვაძლევს. დიდი ძალისხმევა გვმართებს, რომ საკუთარ ქვეყანაში უმცირე­სობაში არ აღმოვჩნდეთ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა: გაეროს წარმომადგენლები­ ამგვარ პროგნოზებს 10 წელიწადში ერთხელ მაინც აკეთებენ, მაგრამ მათი პროგნოზი ყოველთვის არ მართლდება. ჩვენ ეს დასკვნა სერიოზულ გაფრთხილებად უნდა მივიღოთ: თუ მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს ვიღონებთ, შესაძლებელია სავალალო მდგომარეობამდე მივიდეთ.

- იყო დრო, როცა ნახევარი მილიონიც არ ვიყავით...

- გეთანხმებით - XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 400-600 ათასადმე კაცი ცხოვრობდა­ - ასეთია მეცნიერთა ვარაუდი. უფრო ზუსტი­ მონაცემები ხელთ არა გვაქვს.­ საყოველთაო აღწერა საქართველოში 1897 წლამდე­ არ ჩატარებულა და ამ აღწერის მიხედვით, მე-19 საუკუნის მიწურულს საქართველოში­ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. რამ განაპირობა მატება?­ - შედარებით მშვიდობიანმა წლებმა. როგორც წესი, მოსახლეობის რაოდენობა ომებისა და ეპიდემიების შედეგად მცირდება და როცა ეს საფრთხე გადაივლის, ისევ მატულობს. არ შემიძლია არ ვახსენო ალექსანდრე ჭავჭავაძის წერილი რუსეთის იმპერატორისადმი, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისშია დაწერილი. ამ წერილში­ ჩვენი სასიქადულო პოეტი წერს, მე-5 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა 16 მილიონს აღწევდაო. მართალია, არგუმენტები არ მოჰყავს, არც წყარო აქვს მითითებული, მაგრამ ასეთი ცნობა არსებობს. ამ წერილსაც ადვილად იპოვით "ქართული პროზის" ტომეულებში.

- ბატონო ანზორ, ალბათ, უფრო სარწმუნო, არგუმენტირებული ინფორმაციაც გექნებათ ძველი საქართველოს დემოგრაფიულ სურათზე.

- ივანე ჯავახიშვილის გათვლებით, მე-13 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ, 4,5-5 მილიონი იყო. მან ეს ციფრი ისტორიული დოკუმენტების მიხედვით დაადგინა, კერძოდ, იმ დროში ყოველ მეცხრე ოჯახს ბრძოლაში ერთი მეომარი გამოჰყავდა, ქართული ჯარის რაოდენობა­ კი 90 ათას კაცს შეადგენდა. ივანე­ ჯავახიშვილმა, ხუთსულიანი ოჯახების მიხედვით იანგარიშა და ასე მიიღო 4,5-5 მილიონი. თუმცა ამაში არ შედიოდა მდიდართა კლასი - დიდგვაროვნები და სამღვდელოება,­ რომლებიც გადასახადებს არ იხდიდნენ და ჯარშიც არ მიდიოდნენ, ასევე, ქვრივ-ობლები. თუ მათაც დავუმატებთ, იმდროინდელი მოსახლეობა, სავარაუდოდ, 8 მილიონი კაცი იქნებოდა. ამაზე უფრო ზუსტი წყარო ძველი საქართველოს დემოგრაფიაზე მე არ შემხვედ­რია, თუმცა ზოგი ვარაუდობს, რომ თამარის დროს საქართველოში 12 მილიონი კაცი ცხოვრობდა.

- რა მდგომარეობა გვაქვს ახლა?


- ყველაზე ცუდი ის არის, რომ შობა­დობა ბოლო ათწლეულებში ძალიან შემცირდა, რამაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას დაღი დაასვა. 1990-იანი წლებიდან საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა თანდათან მცირდებოდა, რაც გამოწვეული იყო მძიმე ეკონომიკური და სოციალური კატაკლიზმებით. იმხანად ბავშვების გაჩენაზე არავინ ფიქრობდა. ამიტომ, თუ 1989 წლის აღწერით საქართველოში 5 მილიონ 400 ათასი კაცი ცხოვრობდა, ათ წელიწადში ეს რიცხვი 1 მილიონით შემცირდა, ხოლო ახლანდელი, 2024 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონ 694 600 კაცი ცხოვრობს.­ 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში საშუალოდ 90-91 ათასი ბავშვი იბადებოდა, რომლებიც 25-27 წლის შემდეგ თვითონ შევიდნენ რეპროდუქციულ ასაკში. 2000-იან წლებში ეს რიცხვი ლამის განახევრდა: წელიწადში დაახლოებით 46 ათასი ბავშვი იბადებოდა - ამან გამოიწვია ის, რომ რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა, რის გამოც ამ წლებში უფრო ცოტა ბავშვი გაჩნდება, რადგან სწორედ ეს, ორჯერ შემცირებული თაობა შედის რეპროდუქციულ ასაკში. ამიტომ შობადობის მაჩვენებლის ზრდას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი კლებულობს და მას გარდაცვალების მაჩვენებელი აჭარბებს.

- შეიძლება ითქვას, ქართველი ერი მილევად რეჟიმშია?


- შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ სხვადასხვა ღონისძიებით შეიძლება ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა: სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა და დემოგრაფიული განვითარების მიზანი უნდა გვქონდეს. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა თქვას, როგორია ეს მიზანი: უახლოეს მომავალში, ჩვენი მოსახლეობა 7 მილიონი­ უნდა გახდეს, 8 თუ 10... ფაქტია, ახლა 3 მილიონ 600 ათასი ვართ, რაც სასურვე­ლი ნამდვილად არ არის. მარტო იმის ძახილი­, რომ ჩვენი მოსახლეობა მცირდება,­ საკმარისი არ არის. ქვეყნის დემოგრაფიული მიზანი ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს და არა სპეციალისტებმა. სპეციალისტებმა შეიძლება კონსულტაცია გაუწიონ და საჭირო ღონისძიებები დასახონ. გარდა ამისა, საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეთნოდემოგრაფიული მაჩვენებლები, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენი ქართველი ბავშვი იბადება და რამდენი - სხვა ეროვნებისა. უნდა ვიცოდეთ, როგორია საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა და როგორი იქნება ახლო, საშუალო ან გრძელვადიან პერიოდში. დღესდღეობით არ ვიცით და ეს იმით არის გამოწვეული, რომ არც პირადობის მოწმობაში და არც საპასპორტო მონაცემებში ჩვენი ეროვნება მითითებული აღარაა. ოციოდე წლის წინ ყველას "საქართველოს მოქალაქე" ჩაუწერეს. მოქალაქეობა და ეროვნება ერთი და იგივე არ არის, ამიტომ ძნელია ჩვენი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის განსაზღვრა. თუ ეროვნების გრაფა არ აღდგება, ვერ დავადგენთ, რამდენი ქართველი ეროვნების ბავშვი ჩნდება და რამდენი - სხვა ეროვნებისა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოდან ბევრი რუსი, უკრაინელი, ბელარუსი და სხვა ეროვნების ადამიანი წავიდა, თავიანთ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ და საქართველო ორეროვანი სახელმწიფო გახდა - ჩვენს ქვეყანაში ქართველები და აზერბაიჯანელები ყველაზე დიდი რაოდენობით ცხოვრობენ. საქართველო ტრადიციულად მრავალეროვანი ქვეყანა იყო, დღეს კი ჩვენთან ორი ეროვნებაა დომინანტი.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
13:45 / 18.05.2024
"ეს არის მარტივი ეკონომიკური დაკვირვება, იმიტომ, რომ მყიფე ეკონომიკა გვაქვს. ზუსტად ასევე ვპროგნოზირებ ახლაც, საყოველთაო საზოგადოებრივი მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას სანქციების შემდეგ“ - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ ისაუბრა.
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი,
დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
09:31 / 18.05.2024
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.