უკონტაქტო პატრულირების ამოქმედებიდან 3 ათასზე მეტი ჯარიმა დაიწერა
2017 წლის 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე,უკონტაქტო პატრულირების
შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე საქართველოში
3065 საჯარიმო ქვითარი შედგა.
შეგახსენებთ, რომ საგზაო უსაფრთხოების კანონმდებლობაში შეტანილი
ცვლილებების თანახმად, უკონტაქტო პატრულირება, ქვეყნის მასშტაბით
1-ელი ივლისიდან გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ამოქმედდა. მძღოლს
უკონტაქტო პატრულირების ზონაში შესვლამდე, შესაბამისი მანიშნებელი
ხვდება, რომლიც მას აფრთხიელბს, რომ ის უკონტატო პატრულირების ზონაში
შედის.