საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა იწყება
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დღეს,
ქუთაისიდან დაიწყება.
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის
საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომების გრაფიკის მიხედვით,
პირველი განხილვა 5 მაისს ქალაქ ქუთაისში გაიმართება, ხოლო 15 მაისს -
თბილისში.
საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს
ყოველდღიურად გამართავს. 11 დღის განმავლობაში - 5 მაისიდან 15 მაისის
ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი,
ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი,
მცხეთა, რუსთავი და თბილისი.საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო
განხილვისთვის ერთთვიანი ვადაა განსაზღვრული.