ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "პატიმრობის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე იმსჯელა
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარუდგინა.

მინისტრმა ცვლილებათა პაკეტის ძირითად მიზნებზე ისაუბრა და ის სიახლეები წარადგინა, რომლის დანერგვაც წარდგენილი ცვლილებების ფარგლებში იგეგმება. მისი განცხადებით, 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში დაწყებული რეფორმა გრძელდება, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

კახა კახიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; სრულწლოვანი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთათვის ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ სასჯელის მოხდის პერიოდში მიიღონ უმაღლესი განათლება; იხვეწება მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი; მსჯავრდებულ დედებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში სამ წალმდე ასაკის შვილებთან ერთად იმყოფებიან, საშუალება მეცემათ, სამი წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში უქმე დღეებზე დაწესებულება დატოვონ და ეს დრო შვილებთან ერთად გაატარონ. გარდა ამისა, ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებულია სიახლეები მსჯავრდებულთა მიერ ტელევიზორით სარგებლობის უფლებასთან, მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების; სასჯელის აღსრულების გადავადების; უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირისთვის პატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლის; დაწესებულების გარე პერიმეტრთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

მინისტრის განმარტებით, შეთავაზებული ცვლილებებით რეფორმა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში ძირეული რეფორმები 2012 წლიდან დაიწყო. ახალი, მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით ჩვენ მსჯავრდებულებს უპრეცედენტო ტიპის სერვისებს ვთავაზობთ, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭება მსჯავრდებულთათვის, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნა, სადაც მათთვის სხვადასხვა სახის პროგრამები იქნება ხელმისაწვდომი; შინაპატიმრობა და სხვა. ყოველივე ეს, მათ საზოგადოებაში ადაპტაციასა და რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს. ასევე, დარწმუნებული ვარ, შინაპატიმრობის შემოღება პატიმართა რაოდენობას შეამცირებს. ძალიან კარგი ინიციატივებია და ვიმედოვნებ, პარლამენტი მხარს დაუჭერს. მით უმეტეს, რომ გავიზიარეთ ძირითადი რეკომენდაციებისა და შენიშვნების უმეტესობა, რომელიც საპარლამენტო კომიტეტების, სახალხო დამცველის აპარატისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნა წარმოდგენილი", - განაცხადა მინისტრმა.

სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარდგენილი ცვლილებების ძირითადი ნაწილი და დაგეგმილი სიახლეები დადებითად შეაფასეს. ამავდროულდ, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები, მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს. მინისტრმა მათ შეკითხვებს უპასუხა და კონკრეტული წინადადებისა და რეკომენდაციების განხილვისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები უდავოდ პროგრესული ნაბიჯია, რომელიც პენიტენციურ სისტემაში უფლებრივი მდგომარების კუთხით უკეთესი სტანდარტის დამკვირდების შესაძლებლობას იძლევა. მან დადებითად შეაფასა დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირების, მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების უფლების მინიჭების შესახებ და სხვა ინიციატივები და აღნიშნა, რომ ფორმულირებების დაზუსტებების შემდეგ, საკითხზე პირველი მოსმენით კენჭისყრა კომიტეტის მომდევნო სხდომაზე გაიმართება.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 1
აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 268 ფაქტი
გამოავლინეს - მათ შორის, 218 ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების
ფაქტებია.
10:58 / 08.05.2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 268 ფაქტი გამოავლინეს - მათ შორის, 218 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ
აჰყვნენ პროვოკაციებს, რომელსაც აქციის ორგანიზატორები
გეგმავენ.
09:58 / 08.05.2024
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რომელსაც აქციის ორგანიზატორები გეგმავენ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა
სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო
აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა
ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა)
დარღვევა.
13:46 / 07.05.2024
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად
მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ
სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
16:03 / 06.05.2024
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე,
ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის
პირველ დღეს
06:00 / 06.05.2024
აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.