პოლიტიკა
პარტიების რეიტინგი IRI-ს კვლევის მიხედვით
IRI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა,

„ნაცმოძრაობას“ - 15%, „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს“ და „ლეიბორისტებს კი 5-5%
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 15%, „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს“ - 5%, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი ასევე 5%.
4% ხმას მისცემდა "პატრიოტთა ალიანსს".
3% ხმას „სამოქალაქო მოძრაობას“ მისცემდა, „ახალი საქართველოს“ - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ - 3%, „ლელოს“ - 2%, „გირჩს“ - 1%, „შენების მოძრაობას“ - 1%.
სხვა პარტიები - 4%. რესპოდენტთა 32%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს/ არ იცის.
IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
31 ევროპარლამენტარი ევროკავშირის
უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, მიმართავს. ისინი მოუწოდებენ
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ.
15:57 / 07.05.2024
31 ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, მიმართავს. ისინი მოუწოდებენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ.
პარასკევს, 10 მაისს, 
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
12:39 / 07.05.2024
პარასკევს, 10 მაისს,  პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან
დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
14:51 / 04.05.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს
პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო
თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29
აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
14:33 / 04.05.2024
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
„ვქმნით უფრო განვითარებულ,
ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი
თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური
შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის
ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ -
„საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.
11:41 / 04.05.2024
„ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ - „საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.