ახალი ამბები
"აგენტების კანონს" იურიდიული კომიტეტი 13 მაისს მესამე მოსმენით განიხილავს
პარასკევს, 10 მაისს,  პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, განსახილველი საკითხების ჩამონათვალში არ არის „აგენტების კანონი“, რომლის ინიციირების შემდეგ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება.



პარასკევის კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის მოხვდა:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის საკითხი;

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი;

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი.


კომიტეტი მუშაობას დილით, 09:00 საათზე, დაიწყებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს, 13 მაისს, გაიტანენ. იმავე კვირაში იგეგმება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებაც.


საპარლამენტო უმრავლესობამ, „ქართულმა ოცნებამ“, 3 აპრილს ხელმეორედ დააინიციირა „აგენტების კანონი“, რომელიც გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტის გამო უკან გაიწვია. ახლა სახელისუფლებო პარტია აცხადებს, რომ არ შეცვლიან გადაწყვეტილებას.


1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. პირველ და მეორე კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას მხარი 83-83 დეპუტატმა დაუჭირა.


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.


კანონპროექტის მიღების პარალელურად, იძაბება საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხდომის პარალელურად, პარლამენტის
უკანა შესასვლელთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს.
12:03 / 28.05.2024
სხდომის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ
სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს
განიხილავს.
09:19 / 28.05.2024
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.
არავის უკვირს საქართველოს სურვილი,
დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ აფხაზეთის
14:21 / 27.05.2024
არავის უკვირს საქართველოს სურვილი, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ აფხაზეთის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის
მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
11:46 / 27.05.2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი,
ტრისტან სარალიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
09:40 / 27.05.2024
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, ტრისტან სარალიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.