ახალი ამბები
მდინარაძის განცხადებით, "აგენტების" კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება
"ქართულ ოცნებაში" გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ორივე ვერსია უკვე გამოიხმეს ვენეციის კომისიიდან.

მან, პროცედურასთან დაკავშირებით განმარტა, რომ უკვე პირველი მოსმენით მიღებულ ერთ-ერთ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] მეორე მოსმენითაც გაიტანენ და ჩააგდებენ, რადგან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვათ ორივე პროექტის მხარდაჭერაზე და გავიწვიოთ. საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს და იზიარებს ამ გადაწყვეტილებას...

ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, უკვე გამოხმობილია პარლამენტიდან. რაც შეეხება მეორე საკითხს, როგორც წესი, მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ და ეს გადაწყვეტს ამ საკითხს",
- თქვა მამუკა მდინარაძემ.

დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

მმართველი პარტიის თანახმად, "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად", საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, "რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში".

განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.

7 და 8 და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად
მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ
სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
16:03 / 06.05.2024
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე,
ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის
პირველ დღეს
06:00 / 06.05.2024
აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს
ამერიკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან
დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
14:51 / 04.05.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს
პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო
თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29
აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
14:33 / 04.05.2024
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
„ვქმნით უფრო განვითარებულ,
ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი
თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური
შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის
ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ -
„საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.
11:41 / 04.05.2024
„ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ - „საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.