ბორჯომში - უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორები ამოიღეს.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ტრანსპორტირების 38
ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამცველებმა, მხილებულების ავტომანქანებიდან, ახალქალაქში -
უსაბუთო ხის მასალა, ბორჯომში - უკანონოდ გაჩეხილი, ნაძვის ჯიშის
მრგვალი მორები, ახალციხესა და ბორჯომში კი, ადგილობრივების კუთვნილი
სახერხი საამქროებიდან, უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორები ამოიღეს.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების,
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი
გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების
დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 303-ე მუხლის 1 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით
და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე მე-3 პრიმა
მუხლის მე-3 ნაწილით).