ახალი ამბები
საგანგებო შტაბი - ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება
ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბმა მორიგი სხდომა გამართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო.

როგორც ცნობილია, ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო.

"ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის, ათასზე მეტი სამხედრო, სპეციალური ტექნიკით შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცლის კერებს მიუახლოვდებიან, მათ ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ.

ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება. კვლავ აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შტაბის წევრებს სამოქმედო გეგმა განუსაზღვრა და კოორდინაციის კუთხით რამდენიმე დავალება გასცა
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად
მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ
სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
16:03 / 06.05.2024
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე,
ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის
პირველ დღეს
06:00 / 06.05.2024
აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.