NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს
26 ივლისს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო
მედიას 2017 წლის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ჩატარებული
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან,
საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის
საკითხებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და
მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს
ჰოტელში“, .მ კოსტავას 14.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261
პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.