დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში რეგიონებში პარტნიორი მედიაორგანიზაციები შეირჩა
ცხრა რეგიონული მედიაორგანიზაცია მიიღებს მიკროგრანტს, მულტიმედია
კონტენტს, აღჭურვილობას და ტექნიკურ დახმარებას,
რათა შინაარსობრივად და ტექნოლოგიურად განავითარონ ონლაინ პორტალები.
ეს ორგანიზაციებია:
1. გაზეთები: “სამხრეთის კარიბჭე” (ახალციხე) და “კახეთის ხმა”
(თელავი);
3. ინტერნეტსაშუალება www.qartli.ge/ (გორი);
2. ტელეკომპანიები: “თრიალეთი TV” (გორი), “TV ბორჯომი” (ბორჯომი),
“მეგა TV” (ხონი), “გურჯაანი TV” (გურჯაანი), “მე-9 ტალღა” (ფოთი) და
რადიო “ძველი ქალაქი” (ქუთაისი).
მათთვის მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტებს, სახელწოდებით
“GeorgiaPlus”, მოამზადებენ:
1. ჟურნალები “ინდიგო” და “ლიბერალი”;
2. ინტერნეტსაშუალებები “JamNews” და “MyAngle”;
3. ჟურნალისტთა ჯგუფი.
“GeorgiaPlus” -ის ინგლისურენოვანი ვერსიები უკრაინასა და მოლდოვაშიც
გავრცელდება.
ასეთია კონკურსის შედეგები, რომელიც ინტერნიუსი საქართველომ ინტერნიუს
ნეთვორქთან ერთად ჩაატარა პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება
მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია
გაზარდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს
მედიაწიგნიერებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
media.ge