ზოგადი
მეცნიერებმა შექმნეს ადამიანის სახე, რომელიც 8 ათასი წლის წინ ცხოვრობდა
მეცნიერებმა შეიტყვეს, თუ როგორ გამოიყურებოდა ქვის ხანის ტიპიური მონადირე-შემგროვებელი, რომელიც დაახლოებით 8 ათასი წლის წინ ცხოვრობდა ცენტრალურ შვედეთში. მას ჰქონდა მუქი თმა და ცისფერი თვალები . კრიმინალისტმა და მხატვარმა, ოსკარ ნილსონმა, თავის ქალას და ნაშთების გენეტიკური ინფორმაციის საფუძველზე ხელახლა შექმნა მამაკაცის სახე, იტყობინება LiveScience.
ისინი აღმოაჩინეს 2012 წელს, კოლექტიურ საფლავში, მშრალ ტბის ძირში, ქალაქ მოტალიასთან ახლოს. მონადირის გარდა, ტბაში კიდევ 10 მოზრდილი და ერთი ბავშვის ძვალი იყო.
მამაკაცის თავის ქალა ერთია იმ ორიდან, რომელშიც შენარჩუნებულია ქვედა ყბა. ამან ხელი შეუწყო ნილსონს თავის საქმიანობაში.

კრიმინალისტს არ სურდა ძვლების დაზიანება, ამიტომ მან მოახდინა თავის ქალის სკანირება ტომოგრაფიის გამოყენებით, შემდეგ კი თავის ქალას 3D ასლი დაბეჭდა.

ძველი "შვედი" აღმოჩნდა, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჰქონდა ცისფერი თვალები, ფერმკრთალი კანი და მუქი თმა.
ნილსონმა ტანსაცმელი და თმის ვარცხნილობა თავად შექმნა. მან მონადირეს გარეული ღორის ტყავისგან დამზადებული მოსასხამი ჩააცვა, რადგან საფლავი შეიცავდა ველური ღორების ძვლების ფრაგმენტებს, მურა დათვებისა და ირმის, ნარჩენებს. მან მონადირის გულმკერდი მოხატა ცარცით, როგოც ამას იმ დროინდელი აბორიგენები აკეთებდნენ.






Print