ბორჯომის ცენტრალურმა პარკმა წელს 350 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა
ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში აქტიური საკურორტო სეზონი დასრულდა. ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა პარკი ამჯერად ექსკურსიებს და სხვადასხვა ჯგუფებს მასპინძლობს. წლევანდელ სეზონს აქ წარმატებულად აფასებენ. სამომავლოდ კი ცვლილებებს გეგმავენ. პარკის დირექტორის თქმით მომავალი საკურორტო სეზონი პარკში კულტურული ღონისძიებებით იქნება დატვირთული.
Print