ქვეყნები, რომლის მოგზაურებიც ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ საქართველოში
2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102%- ით გაიზარდა 795.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის 1-ელ კვარტალში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 393.7 მლნ დოლარს, მაშინ, როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 53.6 მლნ დოლარს. პანდემიურ 2020 წლის იანვარ-მარტში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 427.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, პანდემიამდელ 2019 წელს, იანვარ-მარტში ქვეყანას უცხო ქვეყნის მოგზაურებიდან 578.4 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

2023 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:

რუსეთი - 266.4 მლნ დოლარი;

დანარჩენი ქვეყნები - 135.2 მლნ დოლარი;

თურქეთი - 96.3 მლნ დოლარი;

ევროკავშირის ქვეყნები - 73.2 მლნ დოლარი;

ისრაელი - 60.8 მლნ დოლარი;

უკრაინა - 56.2 მლნ დოლარი;

სომხეთი - 29.7 მლნ დოლარი;

აზერბაიჯანი - 28.2 მლნ დოლარი;

ბელარუსი - 24.1 მლნ დოლარი;

ირანი - 19.7 მლნ დოლარი;

საუდის არაბეთი - 5.6 მლნ დოლარი.

წყარო:www.bpn.ge
Print