ბორჯომის მინერალური წყალი
მსოფლიოში ცნობილი ბორჯომის მინერალური წყლის დასაგემოვნებლად, ბორჯომს სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდან სტუმრობენ. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავებით, ბორჯომის წყალი უნიკალურია დაბალი მინერალიზაციის ხარისხით.

აუცილებელია ვიცოდეთ თბილი და ცივი ბორჯომის წყლის მიღების წესები, ასევე როდის და რა დოზით არის რეკომენდებული მისი მირთმევა.

ნახეთ ვიდეო და გაეცანით გასტროენტეროლოგის რჩევებს ბორჯომის წყლის მიღებასთან დაკავშირებით.
Print