"ეიფელის ხიდი"
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ბორჯომში „ეიფელის ხიდია“





ხიდი „ეიფელის კოშკის“ ავტორის, ალექსანდრე გუსტავ ეიფელის მიერაა დამზადებული.
საუკუნის წინ დაწყებული მშენებლობა, მიხეილ რომანოვის სახელს უკავშირდება, სწორედ მისი შეკვეთით მოხდა ხიდის დამზადება და საქართველოში ჩამოტანა.




„ეიფელის ხიდი“ ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე, მდინარე ცემისწყალზეა აგებული და შედუღების გარეშეა დამონტაჟებული.



ხიდზე 1902 წლიდან მოძრაობს პატარა მატარებელი „კუკუშკა“, რომელსაც მგზავრები ბორჯომიდან ბაკურიანში მიჰყავს.



Print