ფირუზისფერი მემკვიდრეობა
აღმოსავლური სტილის „ფირუზა“, ბორჯომში სიყვარულის და დიპლომატიის ისტორიას ინახავს. ფირუზისფერი სახლი, ირანის გენერალურ კონსულს კავკასიაში 1892 წელს აგარაკად აუშენებია. კონსულის გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი სანატორიუმად გადაკეთდა. 2016 წლიდან კი სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული „ფირუზა“ ქსელური სასტუმრო გახდა.
Print