დღეიდან ბაკურიანში "მოთხილამურე პატრული" იმუშავებს
შს მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი დღეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა. დღეიდან საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას "მოთხილამურე პატრული" ბაკურიანშიც დაიცავს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.
Print