რომელი ქვეყნების ვიზიტორებისგან მიიღო საქართველომ ყველაზე დიდი შემოსავალი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორებმა ქვეყანაში 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 2021 წელთან შედარებით 182%-ით მეტი იყო. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ გენერირებული შემოსავალი მაქსიმალური 2019 წელს იყო და ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ტურიზმის შემოსავლის მატება სავარაუდოდ თავად ამ სექტორის აღდგენასთან ერთად, რუსეთიდან შემოსულ მიგრაციულ ტალღას უკავშირდება, რადგანაც ეროვნული ბანკის მონაცემებით 2022-ში ტურიზმის სფერომ ყველაზე დიდი შემოსავალი - 891 მილიონი დოლარი სწორედ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო. ყველაზე მეტი - 1 მილიონი ვიზიტი (11 თვე) საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა განახორციელეს. 726 ათასი ვიზიტით (11 თვე) მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამეს კი სომხეთი იკავებს - 666 ათასი (11 თვე) ვიზიტორით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურისტული შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

● რუსეთი - 891 მილიონი დოლარი;
● თურქეთი - 399.4 მილიონი დოლარი;
● ევროკავშირი - 333 მილიონი დოლარი;
● უკრაინა - 282.3 მილიონი დოლარი;
● ისრაელი - 270.5 მილიონი დოლარი;
● ბელარუსი - 244.2 მილიონი დოლარი;
● საუდის არაბეთი - 159.8 მილიონი დოლარი;
● სომხეთი - 156.1 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი - 100.4 მილიონი დოლარი;
● ირანი - 91.1 მილიონი დოლარი;
● დანარჩენი ქვეყნები - 589 მილიონი დოლარი;

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ ყველაზე დიდი ტურისტული შემოსავალი აგვისტოს განმავლობაში მიიღო, რაც 523 მილიონ დოლარს შეადგენდა.

წყარო: bm.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
2023 წელს, 2022 შედარებით,
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით
გაიზარდა.
12:34 / 01.04.2024
2023 წელს, 2022 შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა.
ბაკურიანში უწყებათაშორისი შეხვედრა
გაიმართა. შეხვედრა იმ პროექტების განხილვას დაეთმო, რომლის
განხორციელებაც ზამთრის კურორტზე 2023 წლიდან დაიწყო და ჯერ კიდევ არ
დასრულებულა.
17:39 / 21.03.2024
ბაკურიანში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა იმ პროექტების განხილვას დაეთმო, რომლის განხორციელებაც ზამთრის კურორტზე 2023 წლიდან დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა
2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო
2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით).
10:01 / 12.02.2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით).
2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი
რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც
ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს.
11:12 / 30.01.2024
2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს ოთხივე სათხილამურო
კურორტზე 3-დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება.
17:08 / 22.01.2024
საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტზე 3-დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.