რომელია საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები
2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 882 352 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია. ვიზიტორთა შორის 46% საქართველოს, ხოლო 54% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე წელს, სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, ნავენახევის მღვიმესა და მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს გადააჭარბა.

2022 წლის 11 თვის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა შემდეგი 5 ტერიტორია:

1. პრომეთეს მღვიმე
2. მარტვილის კანიონი
3. წალკის კანიონი
4. სათაფლია
5. მტირალას ეროვნული პარკი.


ცნობისთვის, მიმდინარე წელს გაიხსნა წალკის კანიონის ეკოტურისტული სივრცე, რომელიც ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ, ტოპ-3 დაცულ ტერიტორიას შორის მოხვდა.

ასევე, 2022 წელს გაიხსნა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მაჭახელას ეროვნულ პარკში მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა; მოეწყო 900 კილომეტრამდე ბილიკების ქსელი, მათ შორის, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი და სხვა.

Print