ბორჯომის ამბები
ბაკურიანში თოვლისგან გზები იწმინდება
დაბა ბაკურიანში მოსული უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.

საჭიროების შემთხვევაში ბორჯომის მერიისა და სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.




Print