ბორჯომის ამბები
რა აშენდება ბორჯომში „მთის ხეობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე
ბორჯომის სასპორტო სკოლა და ცენტრალური ბიბლიოთეკა ადგილმდებარეობას შეიცვლის. მათი განთავსება სამომავლოდ რუსთაველის ქუჩაზე ე.წ. „მთის ხეობის“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. ძველი შენობის დემონტაჟისთვის მესამედ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ახლის მშენებლობა კი მომავალ წელს იგეგმება.


Print