გარემოს დაცვა
ლიკანში დასუფთავების აქცია გაიმართა
ახალგაზრდებში, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და გარემოზე ზრუნვის ხელშეწყობის მიზნით, ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა, PITA-ს მონაწილეებმა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის , ადმინისტრაციის, რეინჯერების დახმარებით, ლიკანის ხეობაში დასუფთავების აქცია გამართეს.




ღონისძიება დაიგეგმა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა, PITA-ს თანამშრომლობით.

პროგრამა PITA-ს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი, ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირია.
Print