გარემოს დაცვა
საფრთხე დაბა-წაღვერის გადამწვარ ტყეში
დაბასა და წაღვერში ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია, ეროვნული სატყეო სააგენტოს წინასწარი მონაცემებით დამწვარია 757 ჰექტარი ტყის მასივი. გარდა ამ ზარალისა, ადგილობრივები და ექსპერტები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, საკურორტო ზონაში დამსვენებლების რაოდენობა შემცირდება, სამაგიეროდ გაიზრდება ბუნებრივი კატასტროფების რისკი, რამაც შესაძლოა მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას. დაზარალდა ტყეებში არსებული ფლორა და ფაუნაც. რა უნდა გაკეთდეს არსებული რისკების შესამცირებლად და რა გეგმები აქვს ეროვნულ სატყეო სააგენტოს გადამწვარი ფართობების აღსადგენად, ნახეთ სიუჟეტში.
Print