პლატოს ტყეში, "მბეჭდავ ქერქიჭამიას" სახელმწიფო, ფერომონიანი
მწერსაჭერებით და სანიტარული ჭრებით ებრძვის.
ამ დრომდე, განადგურდა 15 მილიონამდე მავნებელი. პრობლემის მოგვარების
პირობა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში
დადო, თუმცა საუკუნოვან ტყეს "ქერქიჭამია" დღემდე ანადგურებს.
არასამთავრობო სექტორი, გატარებულ ღონისძიებებს დაგვიანებულს უწოდებს,
ადგილობრივი მოსახლეობა კი ტყეების შენარჩუნების იმედად რჩება,
წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ბორჯომმა ტურისტი დაკარგოს.