გარემოს დაცვა
ბორჯომში გამწვანების აქცია მიმდინარეობს
ქალაქის ცენტრში, ფალიაშვილის ძეგლიდან - სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიამდე არსებულ სკვერში სხვადასხვა სახის მცენარე ირგვება. მთლიანობაში დაირგვება 250-მდე ნერგი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 000 ლარი დაიხარჯა. გამწვანების აქცია ბორჯომში, გამწვანების სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს.
Print