ეკონომიკა
"14 ქვეყანაში ონლაინ და სატელევიზიო კამპანიების განხორციელება იგეგმება" - გიორგი ჩოგოვაძე
სარეკლამო კამპანია 25 მარტიდან დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება.
საქართველოს ზაფხულის სეზონის ტურისტული კამპანიის დაგეგმვაში GOOGLE-იც აქტიურად იყო ჩართული. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, GOOGLE-ის თანამშრომლები ყველა მარკეტინგული ღონისძიების შედგენაში მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება დაგეგმილ აქტივობებს, იგი 14 ქვეყანაში ონლაინ და სატელევიზიო კამპანიებს გულისხმობს, რისთვისაც 7,5 მლნ ლარია გამოყოფილი. გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, განსაკუთრებული აქცენტი საზღვაო და სამთო კურორტების, სამზარეულოს, ბუნების, კულტურისა და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციაზე გაკეთდება. მისი თქმით, 2016 წელი მოგზაურთა რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო და ტურისტული ნაკადის ზრდას საქართველოში ზაფხულშიც ელიან.



Print